რეზონანსი
20.12.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საგარეო დახმარების სფეროში ახალი ეპოქა დგება, რომელიც ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს აღმოფხვრის.

„საგარეო დახმარების ახალი ეპოქა ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს აღმოფხვრის, რომელთა სუბსიდირებას ამერიკელ ხალხს წინა ადმინისტრაციები აიძულებდნენ. ის NGO-ების ინდუსტრიულ კომპლექსს ამოძირკვავს და ამერიკელი ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს“, - წერს რუბიო.

მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ერთი წლის წინ პანიკაში მყოფი ადამიანები ამბობდნენ, რომ USAID-ის დახურვა დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ასეთი ადამიანები ცდებოდნენ.

„ჩვენ საგარეო დახმარება ეროვნულ ინტერესებს მივუსადაგეთ, დავხვეწეთ სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამერიკული კომპანიების საზრიანობა ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად გამოვიყენეთ“, - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×