რეზონანსი
20.12.2025

პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს იყო ოჯახური ვახშამი, „გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში“.

„ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში.

პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები.

ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.

ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს ადამიანს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული.

გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის“, - წერს ყაველაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×