რეზონანსი
20.12.2025

ევროკავშირის აშკარა, ღია მუქარა და უხეში ტონი გამოწვეულია იმით, რომ ისინი კარგად ხვდებიან, რომ მუქარა და შანტაჟი ჩვენზე არ მოქმედებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის კომენტირებისას.

„იმედი, მაქვს რომ ევროკავშირის შიგნით, ამასთან [ვიზალიბერალიზაციის საკითხი] დაკავშირებით კონსენსუსი ვერ მოხერხდება, რადგან თვითონ ევროკავშირშიც კი ქვეყნები არაერთგვაროვანი განწყობის არიან. როდესაც რამდენიმე თვის წინ, საქართველოსთან დაკავშირებით უვიზოს შეჩერების საკითხი დღის წესრიგში იყო დაყენებული, მაშინ მარტო უნგრეთი არ იყო საქართველოს მომხრე, იქ გაცილებით მეტი ქვეყანა იყო, თუმცა ამაზე ღიად და საჯაროდ ამ პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ქვეყნის შიგნით. ახლა ევროპას ღირებულებითი კრიზისი აქვს. და ეს თუ არ დაძლია, მისი კრახი და მისი დაშლა, გარდაუვალია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად რეალისტურია ევროკავშირის დაშლა, ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მას რეალურად ესახება.

„ევრობოუროკრატია ბალანსის დაცვის საშულებას არ აძლევს ცალკეულ ეროვნულ ქვეყნებს და ეს გამოიწვევს გარდაუვლად კრახს, თუ უკან არ დაიხია ევრობიუროკრატიამ და თუ ისეთი დირექტივები არ შეიმუშავა, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს ისე დააკმაყოფილონ ეს საერთო ზეეროვნული მოთხოვნები, რომ დიდი საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ მოსახლოებას“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისია ანგარიში გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×