
თითქმის ორი წლის განმავლობაში, ელისეის სასახლიდან ათიათასობით ევროს ღირებულების 100-ზე მეტი ნივთი მოიპარეს. Le Parisien-ის ცნობით, დამნაშავეები, რომლებიც თითქმის ორი წლის განმავლობაში იპარავდნენ ნივთებს, სამშაბათს, 16 დეკემბერს დააკავეს. სამმა ეჭვმიტანილმა - წყვილმა და ვერსალში მცხოვრებმა მამაკაცმა - დანაშაული დაკავების დროს აღიარა.
ქურდობა ელისეის სასახლეში, რომლის ნადავლიც რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს, 2024 წლიდან იწყება. ერთ-ერთი დაკავებული, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეზიდენტის სასახლის პრესტიჟული ჭურჭლის საკითხებზე პასუხისმგებელი მთავარი ხაზინადარი იყო. სწორედ 2024 წლიდან, ის სოციალურ ქსელში უკავშირდება ფაიფურის კოლექციონერს, მან ელისეის თანამშრომელი დაარწმუნა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციიდან ვერცხლის რამდენიმე ნივთი გაეტანა. დანაშაულში ჩართვა კი, თავისი პარტნიორს სთხოვა, რომელიც ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრე იყო. სწორედ მაშინ დაიწყო ელისეის სასახლიდან ვერცხლის ჭურჭლის გაქრობა: თეფშები, ჭიქები, და ფაიფურის სხვა ნივთები, რომლებიც გამოიყენებოდა ვახშმებსა და პრეზიდენტის მდიდრულ მიღებებზე, მოიპარეს და ვერსალში კოლექციონერს გადასცეს. მოპარულ ნივთებს შორის რამდენიმე, საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილად იყო შეფასებული. ზოგიერთი მათგანი, პრეზიდენტის მიერ 2018 წელს იყო შეკვეთილი და თითქმის ნახევარი მილიონი ევრო ღირდა.
ქურდობა თანდათანობით ხდებოდა და როდესაც ნივთები კოლექციონერს გადაეცა, მან ინვენტარი, მოპარული ნივთების დასაფარად გააყალბა. სქემა მანამდე მუშაობდა, სანამ გარკვეული ნივთების არარსებობა ძალიან აშკარა არ გახდა და სანამ, ელისეის სასახლის თანამშრომლებმა ხელისუფლებას ამის შესახებ არ შეატყობინეს. სწორედ მაშინ მობილიზდა პარიზის კვლევითი ჯგუფი. ელისეის თანამშრომელსა და ფაიფურის კოლექციონერს შორის საეჭვო საუბრებმა გამომძიებლები მათთან მიიყვანა, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში მათი დაპატიმრებით დასრულდა.
Le Parisien-ის ცნობით, სამი ეჭვმიტანილის დაკავებას თან ახლდა კოლექციონერის სახლის ჩხრეკა, სადაც მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ამოიღეს. დაკავებულებმა პირობა დადეს, რომ ყველა მოპარულ ნივთს დააბრუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილები პარიზის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე 18 დეკემბერს უნდა წარდგნენ, საქმე ახალი მოსმენისთვის 2026 წლის თებერვალში გადაიდო.