რეზონანსი
20.12.2025

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილზე მყოფები „ინფო იმერეთს“ უცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგადაც მანქანა ინერციით დატრიალდა.

„სავარაუდოდ, ბორდიურს დაეჯახა და დატრიალდა, რამდენიმე წუთის მომხდარია ჯერ საპატრულო და სასწრაფოც არ მოსულა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა“, - უთხრა „ინფო იმერეთს“ თვითმხილველმა.

ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია.

წყარო: „ინფო იმერეთი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×