რეზონანსი
20.12.2025

სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­რო შოკ­შია: NASCAR-ის ლე­გენ­და­რუ­ლი მრბო­ლე­ლი, 55 წლის გრეგ ბიფ­ლი, მისი მე­უღ­ლე კრის­ტი­ნა და მათი ორი შვი­ლი - 14 წლის ემა და 5 წლის რა­ი­დე­რი, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლნენ. სულ და­ღუ­პუ­ლია 7 ადა­მი­ა­ნი.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს შემ­ზა­რა­ვი მო­მენ­ტი, რო­დე­საც Cessna C550 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი სტე­იტსვი­ლის რე­გი­ო­ნა­ლურ აე­რო­პორ­ტში მი­წას ეჯა­ხე­ბა და წა­მებ­ში ცე­ცხლო­ვან ბურ­თად იქ­ცე­ვა.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი? ფრე­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თვითმფრი­ნა­ვი ფლო­რი­დის­კენ მიფ­რი­ნავ­და, თუმ­ცა აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე მან მკვეთ­რი წრე გა­ა­კე­თა და უკან, აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა სცა­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა შე­ექ­მნა.

„ის ფაქ­ტი, რომ მათ აფ­რე­ნის­თა­ნა­ვე წრე და­არ­ტყეს და აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ, მე­უბ­ნე­ბა, რომ მათ ჰა­ერ­ში­ვე შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა,“ - აცხა­დებს მე­ტე­ო­რო­ლო­გი ბრედ პა­ნო­ვი­ჩი.

ბიფ­ლე­ბის ოჯა­ხის გარ­და, ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და NASCAR-ის კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი კრე­იგ უოდსვორ­თი, ასე­ვე მამა-შვი­ლი დე­ნის და ჯეკ და­ტო­ნე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვინ მარ­თავ­და თვითმფრი­ნავს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვად გრეგ ბიფ­ლი გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტი იყო.

გრეგ ბიფ­ლი, რო­მელ­საც რბო­ლის სამ­ყა­რო­ში The Biff-ის სა­ხე­ლით იც­ნობ­დნენ, NASCAR-ის ჩემ­პი­ო­ნი და მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის რჩე­უ­ლი იყო. თუმ­ცა, რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ის მხო­ლოდ სპორ­ტით არ ცხოვ­რობ­და.

გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე­ აშშ-ის კონ­გრეს­მენ­მა რი­ჩარდ ჰადსონ­მა და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა და გა­იხ­სე­ნა, რომ გრეგ­მა და კრის­ტი­ნამ ასო­ბით სა­მაშ­ვე­ლო მი­სია შე­ას­რუ­ლეს ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში ქა­რიშ­ხა­ლი „ჰე­ლე­ნის“ შემ­დეგ.

„გრე­გი დიდი ჩემ­პი­ო­ნი იყო, მაგ­რამ ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც გახ­ლდათ. ის ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩე­ბა არა მხო­ლოდ სი­თა­მა­მით ტრა­სა­ზე, არა­მედ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც“, - გა­ნა­ცხა­და ჰადსონ­მა.

და­ღუ­პულ მრბო­ლელს მე­უღ­ლე კრის­ტი­ნა გრო­სუს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ტრა­გე­დი­ამ­დე 24 სა­ა­თით ადრე კრის­ტი­ნამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით: „დღეს დატ­ვირ­თუ­ლი დღეა“. ბიფ­ლე­ბის ოჯა­ხი მე­გობ­რებ­თან სტუმ­რად მიფ­რი­ნავ­და, თუმ­ცა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მათ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი და­აკ­ლდათ.

ამ დრო­ის­თვის ავი­ა­ცი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლო (FAA) და ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო (NTSB) მომ­ხდარს იძი­ე­ბენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×