რეზონანსი
20.12.2025

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა - პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ. მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში, რადგან აღნიშნული, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისისთვის, ბენეფიციარებს, დედაქალაქში უწევდათ წასვლა, ახლა კი კლინიკაშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. მათ შორის, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში რიტმის დარღვევების პრევენციის მიზნით უტარდება; შესაძლებელია ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია. ასევე, კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის არითმიების დიაგნოსტიკა, მართვა და კათეტერული აბლაცია.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×