რეზონანსი
20.12.2025

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი, „ტვ პირველის" 19 დეკემბრის 20-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში "Whatsapp"-ის მიმოწერების ეთერში შემთხვევით გაშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ტურიაშვილი წერს, "ტვ პირველის" წამყვანი აღიარებს, რომ სუს-ის ბრიფინგის შემდეგ "კამიტის თემა მოკვდა", თავად ტელეკომპანიამ კი აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება ყველა სოციალური ქსელიდან წაშალა.

"რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუს დროს "ტვ პირველის" წამყვან რუსუდან დუმბაძეს გაეპარა მისი ვოთსაპის მიმოწერები, დანარჩენს თქვენით მიხვდებით მე აღარაფერს დავამატებ.

სუსის ბრიფინგის მერე კამიტის თემა მოკვდაო.

შეგიძლიათ თავადაც გადაახვიოთ და ნახოთ ტელევიზორში, თვითონ ყველა სოც ქსელიდან გააქრეს ეგ გამოშვება,

პარასკევი, 19 დეკემბერი 20:05 (პირველები)" - წერს ტურიაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×