რეზონანსი
20.12.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი მისი არსებობის ბოლო საათებს ითვლის.

„ეს არის საბოლოო ეტაპი, დაშლის. ზუსტად ამ ფაზაში ვართ შესული ჩვენ. ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ან წევრი სახელმწიფოები ვერ ასრულებენ, ან კომისია ვერ ასრულებს, ანდა პარლამენტი ახდენს მათ პარალიზებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ყველაფერი ერთ დრამატულ მომენტში არ დასრულდება, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. ის ძალიან დიდია, თუმცა ის იშლება. და ჩვენ ამ დღეებს გავდივართ, ჩვენ ამაში ვართ. ეს არ იქნება ერთი დღე, არამედ ისტორიული ეპოქა. შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს, მაგრამ ეს არის დასასრული“, - თქვა ორბანმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს.

გამოსავლის სახით ორბანი ევროპულ საზოგადოებას ევროკავშირის რეორგანიზაციას სთავაზობს.

“თუ ჩვენ რადიკალურად არ მოვახდენთ მთელი ევროპული წარსულის რეორგანიზაციას, რაც შეიძლება და, ჩემი აზრით, უნდა გაკეთდეს, რადგან ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ასეთ საკითხებზე კულისებში, უნგრეთსაც აქვს ამის სტრატეგია, თუ არ მოვახდენთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემის რეორგანიზაციას, ის დაიშლება“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×