რეზონანსი
20.12.2025

ოზურგეთელ ქორეოგრაფს, კირილე (კიკალო) ყალიჩავას, ოზურგეთის პოლიციამ ბრალი, დღეს წაუყენა და დაკითხვის შემდეგ ის დროებით იზოლატორში მოათავსეს. ყალიჩავას, რომელიც ცეკვის ანსამბლ “ორბში” ქორეოგრაფად მუშაობს, გამოძიება მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, მასწავლებელი მოსწავლეს, გაკვეთილის დროს – ფიზიკურად შეეხო.

რამდენიმე წუთში, ოზურგეთის სასამართლო გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ის წინასწარ ორთვიან პატიმრობში თუ, გამოძიების დამთავრებამდე, გირაოთი გაანთავისუფლებენ.

"საქმე არის აღძრული ცემის მუხლზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლზეა საუბარი, მაპატიეთ, თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ სექსუალურ ძალადობას საქმე არ ეხება და საუბარი არის ფიზიკურ ძალადობაზე” - განუცხადა "გურიის მოამბეს" კირილე ყალიჩავას ადვოკატმა, პეტრე სალუქვაძემ.

სალუქვაძემ დაგვიდასტურა, რომ ამ დროისთვის ქორეოგრაფი დაკავებულია და ის ოზურგეთის პოლიციაში იმყოფება.

წყარო: გურიის მოამბე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×