რეზონანსი
19.12.2025

ქართული წარმოების კივის ექსპორტი 13.5%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე გავიდა 346.4 ათასი დოლარის ღირებულების 128 ტონა კივი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 400.7 ათასი დოლარის 143 ტონა.

რაც შეეხება ფასებს, მცირედით - 1 ცენტით არის შემცირებული. კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 1 კგ. ქართული კივის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.7 დოლარი იყო, გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი 2.8 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქართული კივი ექსპორტზე მხოლოდ იაპონიასა და სომხეთში გავიდა. უფრო დეტალურად, იაპონიაში ექსპორტირებულია 344.4 ათასი დოლარის ღირებულების 127.7 ტონა პროდუქცია, სომხეთში კი 2 ათასი დოლარის ღირებულების 500 კგ. კივი გავიტანეთ.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×