რეზონანსი
19.12.2025

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, 23 დეკემბრიდან სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. 

შეთავაზება მოქმედებს აბონემენტის შემდეგ ონლაინ პლატფორმებზე შეძენისას: Tkt.ge, Superapp, Biletebi.ge, SKIPASS App და მისი გამოყენება საქართველოს ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე შეგიძლიათ. ერთი ბარათით შესაძლებელია მაქსიმუმ ორი - ბავშვის, მოზარდის (13-18 წელი) ან ზრდასრულის აბონემენტის შეძენა. 

აბონემენტების შეძენა 23 დეკემბრის 12:00-დან იქნება შესაძლებელი და რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ შეძენის სურვილის შემთხვევაში, იჩქარეთ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, იხელმძღვანელეთ შერჩეულ ონლაინ პლატფორმაზე (Tkt.ge, Superapp, Biletebi.ge, skipass.ge) მითითებული ფასდაკლების მიღების მექანიკით. დამატებითი ინფორმაცია განთავსდება თიბისი კონცეპტის ვებგვერდზე ვებგვერდზე.

თუ ფასდაკლებული პროდუქტები არ გამოჩნდება, ამ შემთხვევაში, აბონემენტების რაოდენობა ამოწურულია.

ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Visa ბარათებზე.

გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×