რეზონანსი
19.12.2025

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 73-მა თავი შეიკავა, მათ შორის, სომხეთმა. აზერბაიჯანმა კი პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

რეზოლუცია ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური დარღვევების მონიტორინგს. გმობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

„მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის განახლებული რეზოლუციის მიღებას უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

უკრაინა აღნიშნული რეზოლუციის ინიციატივით 2016 წლიდან ყოველწლიურად გამოდის. დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და რუსული ძალების გაყვანას აღნიშნული რეგიონებიდან. მადლობას ვუხდით გაეროს წევრ 79 სახელმწიფოს პრინციპული მხარდაჭერისთვის“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×