
ჩვენი ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ თავიდან აგვერიდებინა რევოლუცია ქვეყანაში, აგვერიდებინა ომი და ომში ჩართვა და დაგვეცვა ხალხი ინტერესი, რაც მერე პირდაპირ აისახა ეკონომიკურ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდა და ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გარე ძალები საქართველოს ინტერესებზე არ ფიქრობენ და ქვეყნის რუსეთის დასასუტებელ ინსტრუმენტად გამოყენება სურდათ.
„ბრიტანეთის უშიშროების საბჭომ თქვა, რომ უკრაინას, ანუ სხვას იყენებენ იმისთვის, რომ რუსეთზე განახორციელონ ზეწოლა, თუმცა არ ფიქრობენ იმ ქვეყანაზე და ჩვენც სწორედ ამ მიზნით უნდა გამოვეყენებინეთ - ინსტრუმენტად და აქ დავიწყებულია ადგილობრივების ინტერესი. მთავარი იყო რუსეთის შესუსტება. მაგრამ ამას თავადაც აღიარებენ, რომ თუკი ვინმე ამ ომში გაძლიერდა ეკონომიკურად, სამწუხაროდ სწორედ რუსეთია. დღეს ვხედავთ დასუსტებულ ევროპას. ევრობიუროკრატების მიერ არასწორი თამაშის წესებით ქვეყნების ინტერესების არდაცვას“, - განაცხადა დეპუტატმა.