
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის კრიტიკულმა განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების მისამართით პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა - ბრიუსელი დემოკრატიასა და მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს, „ქართული ოცნება" კი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს და ურთიერთობის ჩიხში შესვლაში ევროპულ ბიუროკრატიას ადანაშაულებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან და ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ გაცხადებულ მიზნად რჩება- რას ითხოვს ბრიუსელი და რა ცვლილებებს ელოდება „ქართული ოცნება" ევროკავშირის დამოკიდებულებაში.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ ველზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება", - აღნიშნა კაია კალასმა.
მმართველ გუნში აცხადებენ, რომ „ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს მაშინ, როცა საზოგადოებას პატრიციებად და პლებეებად ყოფენ.
ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს იმ პერსპექტივებს აკარგვინებს, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებს.
რა ცვლილებებს ელის „ოცნება" დამოკიდებულებაში?
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება.
„ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელსაც ეწევა დღემდე ევროპული ბიუროკრატია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება. პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული დამოკიდებულებები შეიცვლება, ისაუბრა უშულოდ იმაზეც, რამაც მმართველი გუნდის ეს დამოკიდებულება ჩამოაყალიბა.
- ირაკლი კობახიძე: თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული.
„მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს."
„ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება
„ეს კაია კალასის მხრიდან [კითხვებისგან გაქცევის] ძალიან სუსტი მცდელობა იყო - არსებობს ლეგიტიმური კითხვები ბრიუსელის ფუნქციონირებასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათ კონკრეტული პასუხები სჭირდებათ და არა ბატონყმური კითხვა-პასუხი, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, რომელმაც „რუსთავი2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით აშშ არ ცდილობს, ევროკავშირს შეუერთდეს.
მახაშვილის თქმით,"ასეთი ტიპის კითხვიდან გაქცევის ნაცვლად სასურველია, კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცეს".
„აკარგვინებს პერსპექტივებს"
„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს იმ პერსპექტივებს აკარგვინებს, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებს.
„საქართველოს ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს შორდება- იმხელა სიკეთეს კარგავენ საქართველოს მოქალაქეები ევროპასთან და ევროკავშირთან დაპირისპირებით, ჩემი აზრით, სხვა საკითხზე მეორეხარისხოვანია დღეს საუბარი.
ხელისუფლება ამ ყველაფერს აკეთებს იმის ხარჯზე, რომ მთლიანად კლავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ის, რომ ევროკავშირიდან ასეთი შეფასებები მოდის, ეს „ქართული ოცნების" ბრალია. ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ყურადღებას გვაქცევენ და საქართველოზე შეშფოთებას გამოთქვამენ, ეს არის იმის დამსახურება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს და საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება იყო ევროკავშირში გაწევრიანება.
ეს თუ ასე არ მოხდა, ეს ქვეყანა ათეულობით უნდა დაემშვიდობოს ღირსეულ პენსიებს, ხელფასებს, ხარისხიან განათლებას, სწორ რეგულაციებს, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, საერთაშორისო ინვესტიციას და უნდა იქცეს ჩიხად, სადაც რუსეთი რა ძვალსაც გადმოაგდებს, ის უნდა გაღრღნას. ჩვენ ამას ვუპირისპირდებით და ამას მიანიშნებს ყველა ეს განცხადება. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე პერსპექტივას „ქართული ოცნება" რეალობად აქცევს", - განაცხადა დათუნაშვილმა.
„თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი