რეზონანსი
17.12.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე,სოზარ სუბარი საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას, 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.

„14 წელს მიუღწეველი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან, რასაც კრიმინალები ბოროტად იყენებენ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მოცემული ინიციატივა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა საჭირო და დროული იყო.

„პირველ რიგში, მივესალმები 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ინიციატივა, არამედ ის საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.

დღეს,14 წელს მიუღწეველი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან, რასაც კრიმინალები ბოროტად იყენებენ. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობის გამკაცრება საჭირო და დროული იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×