რეზონანსი
17.12.2025

საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ უნდა შეეხოს. ვიზალიბერალიზაციას არანაირი სანქცია არ უნდა შეეხოს იმის გამო, რომ საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი მართავს, რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებს დააზიანებს.

„მთავრობაში ე.წ. მოძალადეები გვყავს, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების გამო ქართველი ერი უნდა დაისაჯოს, რომელმაც ყველა ეტაპზე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის წევრობას და ამ დიდ მონაპოვარს იმსახურებს? პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს არ უნდა შეეხოს, რადგან ეს მოსახლეობის ინტერესებს დააზიანებს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×