რეზონანსი
17.12.2025

ვინმე ჩომახაშვილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს და თავადაც ოპოზიციის წარმომადგენელია, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა უნდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის შეფასებით, თუ ოპოზიციის წარმომადგენელ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელად აირჩევენ, ინსტიტუცია, რომელიც  გამორჩეულად ნეიტრალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს, სრულად პოლიტიკური გახდება.

„ვინმე ჩომახაშვილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს და თავადაც ოპოზიციის წარმომადგენელია, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა უნდა. თუ ადვოკატთა კორპუსმა ამ გაუგებარი არსების გამარჯვება დაუშვა, ასოციაცია გახდება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ხოლო ეს ინსტიტუცია, რომელიც გამორჩეულად ნეიტრალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს, სრულად პოლიტიკური გახდება“, - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×