რეზონანსი
16.12.2025

შინაგან საქმეთასამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნისმასშტაბით, ინტენსიურრეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს – დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირიდაუსწრებლად იქნაპასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

„მათ ბრალადედებათ „ქურდულისამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდულისამყაროს წევრისთვის მიმართვა“. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე დაგანსაკუთრებით მძიმედანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

შინაგან საქმეთასამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციოღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩაატარეს. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლორამდენიმე თვისგანმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგადმოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზეიყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათდავალებებს დააქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.

ასევე, დგინდება, რომბრალდებულებისა დამოდავე მხარეებისმონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევებიეწყობოდა, რომლებშიცსაზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ. ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთმოდავე მხარესმეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროშიგარკვეული თანხისგადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინიარ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ დაფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ასევე, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებისსიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ, ბრალდებულების პირადიდა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისშედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა დამობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთსდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გარდაამისა, ჩხრეკისშედეგად, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლისსამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერციადა 223-ე კვარტა მუხლებითმიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს. საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთუმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური დაშეურიგებელი ბრძოლა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენსდანაშაულებრივ ქმედებას, კანონის სრულისიმკაცრით დაისჯება. ჩვენი მთავარიმიზანია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება დადავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქე!“ - აღნიშნა დარახვლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×