რეზონანსი
16.12.2025

ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში.  მედიის საქმიანობა  დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით,  იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის  იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ტრამპის მიერ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომელიც დოკუმენტურ ფილმში მისი სიტყვების მონტაჟს ეხება.

ჩიხელიძის თქმით, თუ საინფორმაციო სააგენტოები  პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ  უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც,  როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება.

„ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში.  მედიის საქმიანობა  დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით,  იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის  იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება.

BBC საინფორმაციო სააგენტოდან, ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს.

საქართველოს მაგალითი ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაციაა. ის რაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იკადრეს სხვა არაფერია თუ არა, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, რომელზეც მათ პასუხი უნდა აგონ,   საქმე აღარ გვაქვს კრიტიკასთან ან ჟურნალისტურ სკეპტიციზმთან,  ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ემსახურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

მედიის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის მეორეხარისხოვანი. თუ საინფორმაციო სააგენტოები,  პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ  უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც,  როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება,  რომლის ფასსაც საბოლოოდ საზოგადოება და სახელმწიფოები იხდიან“, - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×