რეზონანსი
16.12.2025

ტრამპის იურიდიული გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ოდესღაც პატივსაცემმა, ხოლო ახლა შერცხვენილმა BBC-მ პრეზიდენტ ტრამპს ცილი დასწამა განზრახ, ბოროტად და მისი გამოსვლა გააყალბა, რათა 2024 წლის არჩევნებში ჩარეულიყო. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„ოდესღაც პატივსაცემმა, ხოლო ახლა შერცხვენილმა BBC-მ პრეზიდენტ ტრამპს ცილი დასწამა განზრახ, ბოროტად და მისი გამოსვლა გააყალბა, რათა 2024 წლის არჩევნებში ჩარეულიყო. BBC-ი პრეზიდენტ ტრამპის მოღვაწეობის გაშუქებისას დიდი ხანია ატყუებს საკუთარ აუდიტორიას, და ეს ყველაფერი მისი მემარცხენე პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ხდება. პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი სარჩელი პასუხისმგებლობას დააკისრებს BBC-ს ცილისწამებისთვის და არჩევნებში ჩარევისთვის ზუსტად ისე, როგორც პასუხისგებაში მიეცნენ სხვა ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი მედიები“, - ციტირებს Fox News-ი ტრამპის იურიდიული გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა, რომელიც 2024 წელს მომზადებულ დოკუმენტურ ფილმ „პანორამას“ ეხება, სადაც მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის სიტყვები დამახინჯებული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×