
მძიმე ბრალდებები ბათუმში ჩატარებული სამედიცინო ოპერაციის გამო – 21 წლის ახალგაზრდა გოგონა ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
ადვოკატი: ლაშა ჯანიბეგაშვილი
ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში სუნთქვის უკმარისობის გამო კუზანოვის კლინიკის ექიმის (სწორედ მათდამი ნდობის გამო გაკეთდა არჩევანი ოპერატორზე) მიერ ჩატარებული ცხვირის ძგიდის ოპერაციის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა ქალი მძიმე - სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ოჯახის აზრით, ეს მდგომარეობა გამოიწვია კუზანოვის კლინიკის ექიმის, სავარაუდოდ, დაუდევრად ჩატარებულმა ოპერაციამ რადგან არ მოხდა გამოკვლევა/შეფასება პაციენტისთვის შესაძლო პოსტოპერაციულ გართულებებზე.
ოჯახის განცხადებით : „კუზანოვის კლინიკის ექიმის არაპროფესიონალურმა ჩარევამ გოგო გაანადგურა“: „ოპერაცია ჩატარდა არაპროფესიონალურად, რის შედეგადაც განვითარდა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იქნა თურქეთში, სადაც მკურნალობის საერთო ღირებულებამ უკვე გადააჭარბა 250,000 აშშ დოლარს.
60 000 აშშ დოლარი ხოზრევანიძის კლინიკის (კუზანოვის კლინიკის ექიმმა მათ კლინიკაში ჩაატარა ოპერაცია) ხელმძღვანელობამ გადაუხადა ოჯახს მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან პაციენტს ესაჭიროება განგრძობადი მკურნალობა.
ეს მდგომარეობა კი შესაძლოა კიდევ წლები გაგრძელდეს. ოჯახის ინფორმაციით, გოგონას მკურნალობა დღეში 300 ლარამდე ჯდება. ამიტომ, მათი თქმით იძულებულნი არიან გაყიდონ საცხოვრისი, რათა შეძლონ მკურნალობის გაგრძელება და მინიმალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
პასუხისმგებლობის საკითხი და მტკიცებულებები
საქმეში ფიგურირებს ალექსანდრე კუზანოვი, რომლის სახელთან (და კლინიკასთან) დაკავშირებული ექიმის მიერ ჩატარდა აღნიშნული ოპერაცია. ოჯახის წარმომადგენლების თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ პაციენტის ოპერაციის საკითხებში ჩართული იყო კუზანოვის კლინიკის წარმომადგენელი და როგორც უკვე აღვნიშნეთ სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა მათ მიმართავას ამ კლინიკაში. ზუსტად ამიტომ აზრით არ შეიძლება პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი ექიმით და ის ვრცელდება მთელ კლინიკაზე, რომლის წარმომადგენელიც ექიმი გახლავთ, რადგან სწორედ დამქირავებელია პასუხისმგებელი მის თანამშრომელზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, იყო თუ არა დახმარება #არასათანადოდ კვალიფიციური - ვინმე ფიქრობთ, რომ 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი ისე „გაისროლა“ ხოზრევანიძის კლინიკამ?!
იურიდიული კომუნიკაცია მხარეების განმარტება
დაზარებულ პაციენტის წარმომადგენელმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა გააკეთა განცხადება სადაც 1 კვირიანი ვადა მისცა ზემოხსენებულ პირებს არსებულ პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოსაგვარებლად.
ასევე განათავსა ვიდეობი (ვირუსივით სწრაფად გავრცელდნენ) რომლებსაც 2 მილიონამდე აქვს ნახვები.
ერთ კვირიან ვადის ამოწურვის შემდეგ, კუზანოვის კლინიკის იურიდიული წარმომადგენელი (ადვოკატი) დაუკავშირდა ოჯახის მხარეს და დააფიქსირა პოზიცია, რომლის მიხედვითაც:
• ისინი თავს თვლიან უდანაშაულოდ;
• მიაჩნიათ, რომ სასამართლო დავაში გაიმარჯვებენ;,
• არ ხედავენ მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს;
• არ ეთანხმებიან ექიმის ლიცენზიის შეჩერების ან ჩამორთმევის პერსპექტივას;
• აცხადებენ, რომ შესაძლებლად მიიჩნევენ ცილისწამების დავის დაწყება;.
• ასევე თვლიან რომ სასამართლოდავაში შეიძლება მოიგონ.
ოჯახის წარმომადგენლის ლაშა ჯანიბეგაშვილს პოზიცია - მზადყოფნა ღია დავისთვის - მზად ვართ:
• გავასაჯაროოთ არსებული მტკიცებულებები, რასაც უზარმაზარი გამოხმაურებები მოჰყვება
• გამოვიყენოთ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები,
• საჭიროების შემთხვევაში საქმე გადაიტანონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
კუზანოვის კლინიკის იურისტმა მოინიშნა ჩვენი სამართლებრივი პრეტენზიები რას ვითხოვდით საუბარია მილიონ ლარამდე კომპენსაციაზე შესაძლო მრავალწლიანი სასამართლო პროცესების ნაცვლად. შესაძლებელია პრობლემურ საკითხის მოგვარება შეთანხმების გზით, ისე, რომ კლინიკამ აჩვენოს მაღალი პასუხისმგებლობა და დავა არ გაგრძელდეს.
საზოგადოებრივი მნიშვნელობა
ლაშა ჯანიბეგაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ოჯახის პირად ტრაგედიას. მისი შეფასებით, საქმე ეხება საქართველოში სამედიცინო სტრუქტურების პასუხისმგებლობის, პაციენტების უფლებებისა და კლინიკების ანგარიშვალდებულების სისტემურ პრობლემებს.
როდესაც ადამიანები მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას და ზარალდებიან, მათთვის მიყენებულ ზიანზე - დელიქტზე არ შეიძლება პასუხისმგებლობა მხოლოდ კონკრეტულ ექიმებს დაეკისროთ. პირველ რიგში საზრუნავია პაციენტი - ამიტომ კლინიკა უნდა იყოს ფინანსურად პასუხისმგებელი და ამ შემთხვევაში ეს კლინიკები ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციისთვის (როგორც თავდაპირველი შერჩევისას, ასევე მათი პროფესიული ზრდისთვის), თორემ სამსახურიდან გათავისუფლებული (თუნდაც ლიცენზიაჩამორთმეული) ექიმი ვერაფერი ნუგეშია დაზარალებული პაციანტისთვის.
ადვოკატი : ლაშა ჯანიბეგაშვილი
https://advocatory.ge/ge