რეზონანსი
15.12.2025

ყოველდღიურად რაღაცას იგონებენ, რათა კიდევ უფრო შეავიწროონ, ხან საპატრიარქოდან და ხან რეჟიმიდან, ერთდროულად და ერთი მიმართულებით მოქმედებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ აღწევენ თავიანთ მიზანს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა.

ზურაბიშვილი დოროთე ყურაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტთან, აქციაზე მივიდა.

"ეს სუსტი საპატრიარქო სჯის და ებრძვის იმას, ვინც არის ძლიერი და ვინც არის მართალი, ასე რომ, ეს მათზე მეტყველებს და მათზე ექნება გავლენა მომავალში, ვიდრე მამა დოროთეზე, რომელიც არის ძლიერი პიროვნება და ის სარგებლობს ხალხის სიყვარულით, რასაც ვერ ვიტყვით ყველაზე.

დღეს აქ მოვედი მის მხარდასაჭერად, მაგრამ რეალურად ჩემი მხარდაჭერა მას არ სჭირდება იმიტომ, რომ ის წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც დგას სიმართლის მხარეს.

ყოველდღიურად რაღაცას იგონებენ, რათა კიდევ უფრო შეავიწროონ, ხან საპატრიარქოდან და ხან რეჟიმიდან, ერთდროულად და ერთი მიმართულებით მოქმედებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ აღწევენ თავიანთ მიზანს, რაც არის დაჩოქება იმ ხალხის, რომელიც არის თავისუფალი და ამიტომ არის ძლიერი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×