
აშშ-სთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანია-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები „მარტივი არ არის".
„თუმცა, საუბარი პროდუქტიული იყო, ბევრი დეტალით და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა ღირსეული იყოს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ომის დასასრულებლად ღირსეული პირობების შესაქმნელად შეხვედრები და მუშაობაა საჭირო".
„არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვიდა ევროპაში ეს ომი და ვინ მოიტანა იგი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.