რეზონანსი
15.12.2025

სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება.

„არ შეიძლება, რომ რომელიღაც არაფორმალური გავლენების ქვეშ მყოფმა ევროპარლამენტარმა, ან ევრობიუროკრატმა გადაწყვიტოს და დაანგრიოს ევროკავშირის ფუნქციონირების სისტემა. მათ აირჩიეს მხარე, რომელიც ახალისებს ომს, არეულობას, ემხრობა, რომ ქვეყნებში ხელისუფალი შეცვალოს მათი სურვილის მიხედვით და არა ხალხის არჩევანით. ეს ჯგუფი მუდმივად დარჩება და ეცდება თავისი გაიტანოს. ისინი მზაკვრულ გეგმებს ვერ განახორციელებდნენ, ქვეყნის შიგნით დასაყრდენი თუ არ ექნებოდათ.

ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება. 2003 წელს სატყუარა შემოგვტენეს და გარედან დაგვისვეს სააკაშვილი - მარიონეტი და მისი მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც ყველა გარედან მოსულ დაკვეთას ასრულებდა. სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის“, - აღნიშნა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×