რეზონანსი
15.12.2025

"ტვირ­თებს და იმ ობი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც რკი­ნიგ­ზის სარ­გებ­ლო­ბა­შია, სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბით დაც­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დაც­ვა არა კერ­ძო დაც­ვის კომ­პა­ნი­ებ­მა, არა­მედ შსს-ს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს", - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ნო­ნის დღე­ვან­დელ მოქ­მედ ჩა­ნა­წერ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ამ ფუნ­ქცი­ას სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცია ახორ­ცი­ე­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, დად­გა სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ სა­კი­თხი კა­ნო­ნის დო­ნე­ზე და­რე­გუ­ლირ­დეს და დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს.

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა არის ერთ-ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, ტვირ­თებს და იმ ობი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც რკი­ნიგ­ზის სარ­გებ­ლო­ბა­შია, სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბით დაც­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არა კერ­ძო დაც­ვის კომ­პა­ნი­ე­ბის, არა­მედ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დაც­ვა, რათა უფრო ეფექ­ტუ­რად მოხ­დეს ტვირ­თე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო ობი­ექ­ტე­ბის და იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაც­ვა, რაც რკი­ნიგ­ზას ეკუთ­ვნის. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ კა­ნო­ნის დღე­ვან­დელ მოქ­მედ ჩა­ნა­წერ­ში არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ამ ფუნ­ქცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცია. რა თქმა უნდა, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცია აღარ არ­სე­ბობს.

შე­სა­ბა­მი­სად, დად­გა სა­ჭი­რო­ე­ბა იმი­სა, რომ კა­ნო­ნის დო­ნე­ზე და­რე­გუ­ლირ­დეს და დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს მი­ე­ნი­ჭოს აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ასე­ვე, ამ პა­კეტ­ში არის და­მა­ტე­ბით "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხას და­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×