რეზონანსი
15.12.2025

გამჭვირვალეობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

დეპუტატი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიების სათაურებს გამოეხმაურა.

„ყველა ის სათაური, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს როგორც ქართულ სახელმწიფოებრიობას, ასევე შელახოს მისი ავტორიტეტი მთელს მსოფლიოში, ნათლად იკვეთება, რომ ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გამჭვირვალეობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს“, - აღნიშნა ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×