რეზონანსი
15.12.2025

ამსტერდამის საკონცერტო დარბაზთან ხანუქასთან დაკავშირებული ღონისძიების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკაბები მოხდა.

ნიდერლანდების პოლიციის ცნობით, დაკავებულია 22 ადამიანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კონცერტზე ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი მგალობლის, შაი აბრამსონის გამოსვლას. ა

ამსტერდამის საკონცერტო დარბაზთან დემონსტრაციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა კორდონის გარღვევა სცადა და პოლიციას დაუპირისპირდა. სამართალდამცველებმა ხელკეტები გამოიყენეს, როდესაც დემონსტრანტებმა ეგრეთ წოდებული კვამლის ბომბები გამოიყენეს. ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთმა ოფიცერმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×