რეზონანსი
15.12.2025

რუმინეთი არის პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან და ეს სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ისიც მართალია, რომ დღეს კონკრეტულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვიან და მეტი წვლილი შეაქვთ ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებსა და მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ასევე საქართველოს საზოგადოების მედეგობის ნიშანი და ფაქტია, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და ინვესტიციების დაბანდება საქართველოს ევროპულ გზაში.

რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რუმინეთისთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის, რომელიც მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონის – პასუხი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უფრო მეტი და უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, როდესაც ვუყურებთ შავ ზღვას. და ამის გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო“,- განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×