რეზონანსი
15.12.2025

ნიუ-დელი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაღრმავებული თანამშრომლობა ინდოეთსა და რუსეთს შორის არ არის მიმართული, რომელიმე მესამე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს, წინააღმდეგ. მან გააკეთა ეს განცხადება მომავალ ორმხრივ ურთიერთობებსა და ვაშინგტონის შესაძლო რეაქციებზე შეკითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში. 

Aaj Tak-სა და India Today-ის ტელეარხებთან ინტერვიუში ინდოეთში ვიზიტის წინ, პუტინს კითხეს, თუ რა რეაგირება უნდა ჰქონდეს მოსკოვს და ნიუ-დელის აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკაზე, რომელმაც ასევე შეეხო ინდოეთს. 

პუტინმა აღნიშნა: „ის ატარებს საკუთარ პოლიტიკას და მას ჰყავს მრჩევლები - და მისი გადაწყვეტილებები არ მიიღება ისე მარტივად. კონკრეტული სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი გადასახადების შეყვანას სავაჭრო პარტნიორებისთვის, საბოლოო ჯამში სასარგებლოა აშშ-ს ეკონომიკისთვის. ჩემი აზრით, ის მოქმედებს კეთილსინდისიერად“. 

რუსეთის პოზიციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოსკოვი არ იყენებს მსგავს პრაქტიკას. „ჩვენი ექსპერტები თვლიან, რომ არსებობენ კონკრეტული რისკები, თუმცა ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანი გასაკეთებელია თითოეული ქვეყნის და მისი ხელმძღვანელობის მიერ. ჩვენ არასოდეს არ ვიყენებდით მსგავს პრაქტიკას, არც ეხლა ვიყენებთ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას მომავალში. ჩვენი ეკონომიკა ღიაა, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების ყველა დარღვევა იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა მან. 

როდესაც პასუხს გასცემდა კითხვაზე თუ რა რეაქცია ექნებოდა პრეზიდენტ ტრამპს ასეთ ინდურ-რუსულ ინიციატივებზე, როგორიცაა „გაკეთებულია ინდოეთში, გაკეთებულია რუსეთთან“, პუტინმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის პარტნიორობას არ აქვს ანტაგონისტური მიმართულება. „არც მე, და არც პრემიერ-მინისტრი მოდი, გარე წნეხის მიუხედავად, არასოდეს, ამას განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ - არ განვიხილავდით ჩვენი თანამშრომლობა როგორც მიმართული კონკრეტული მხარის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპს აქვს თავისი დღის წესრიგი და მიზნები, ხოლო ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჩვენი საკუთარი ინტერესების, ინდოეთის და რუსეთის ინტერესების, დაცვაზე. ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების საზიანოდ, და, ჩემი აზრით, ეს დასაფასებელია სხვა ქვეყნების ლიდერების მხრიდან“, - განაცხადა მან. 

როდესაც პუტინი აკეთებდა კომენტარს ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვები „აფინანსებენ ომს“, მან უარი განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის პირად შეფასებებზე. „მე არასოდეს არ ვაფასებ ჩემი კოლეგების ხასიათს, არც იმათთან, ვისთანაც ადრე ვმუშაობდი, და არც ახლანდელ პარტნიორებთან ცალკეული ქვეყნებიდან. ასეთი შეფასება უნდა გაკეთდეს მოქალაქეების მიერ, რომლებიც ირჩევენ საკუთარ ლიდერს არჩევნებზე“, - აღნიშნა პუტინმა. 

რუსული ენერგომატარებლების იმპორტის გამო ინდოეთის მისამართით ტრამპის კრიტიკის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა შეგვახსენა, რომ შეერთებული შტატები თვითონ აგრძელებენ რუსული ბირთვული მასალების შესყიდვებს. „რაც შეეხება ინდოეთის მიერ შესყიდვებს ან რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვებს, მინდა აღვნიშნო, და მანამდეც საჯაროდ მითქვამს, რომ აშშ დღემდე ყიდულობს ბირთვულ საწვავს ჩვენგან საკუთარი ატომური ელექტროსადგურებისთვის“, - განაცხადა მან. 

“საუბარი მიდის საწვავზე - ურანზე რეაქტორებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ში. თუ აშშ-ს აქვს უფლება შეისყიდოს ჩვენი საწვავი, რატომ ინდოეთს არ უნდა ჰქონდეს ეს პრივილეგია? ეს კითხვა იმსახურებს სიღრმისეულ განხილვას, და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ის მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან“, - დაამატა პუტინმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×