რეზონანსი
15.12.2025

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მოწოდებაზე, გააუქმოს თავისი ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალური გახდა.

მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა კომენტარის გარეშე უარყვეს კენტუკის შტატის ყოფილი მოსამართლის, კიმ დევისის სააპელაციო საჩივარი, რომელმაც უარი თქვა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების ლიცენზიების გაცემაზე.

დევისი ცდილობდა გაეუქმებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას 360 000 აშშ დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის ხარჯების გადახდას ავალებდა იმ წყვილისთვის, რომლებსაც ქორწინების ლიცენზია არ მისცა.

აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ქვეყნის მასშტაბით 2015 წელს გახდა ლეგალური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×