
რაც შეეხება BBC-ის სიუჟეტს გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით, კლასიკური სადაზვერვო პროპაგანდაა, რომელიც დაიგეგმა დაზვერვის სპეციალისტების მიერ, უბრალოდ საქართველოში უხარისხო პერსონაჟები გამოიყენეს, რომლებიც სააკაშვილის ოჯახთანაა ასოცირებული და არც გამოვიდოდა არაფერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ.
მან BBC-ის დამოუკიდებლობის ხარისხზეც ისაუბრა.
„წესდებებსა და რეგულაციებს რომ ჩახედოთ, BBC-ის თითქოს, დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის - BBC-ი ახორციელებს სახელისუფლებო პოლიტიკას. ხშირ შემთხვევაში დაზვერვასაც ეხმარება თავისი მიზნების მისაღწევად, უცხოელი პოლიტიკოსების გაპიარებასაც ემსახურება და ბრიტანეთის სახელმწიფოსთვის ბევრ საჭირო საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა გოგავამ.
მისივე თქმით, ფორმალურად შესაძლოა, ეწეროს, რომ BBC-ი სახელმწიფო დაკვეთას არ ასრულებს, თუმცა რეალობა სხვაა.
„რაც შეეხება BBC-ის სიუჟეტს გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით, კლასიკური სადაზვერვო პროპაგანდაა, რომელიც დაიგეგმა დაზვერვის სპეციალისტების მიერ, უბრალოდ საქართველოში უხარისხო პერსონაჟები გამოიყენეს, რომლებიც სააკაშვილის ოჯახთანაა ასოცირებული და არც გამოვიდოდა არაფერი, რადგან საფუძველს მოკლებულია. ძალიან ცუდია, რომ ასე გააკეთეს. ჩემი აზრით მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს. კარგია, რომ ხელისუფლებამ ამაზე არ წაუყრუა. ოპერატიულად დადეს ანგარიში, გამოძიება და ვფიქრობ, უფრო შორსაც უნდა წავიდნენ.
ზოგადად, შიდა საქმეებში ჩარევის მომენტზე საქართველომ ეს საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და ეუთოს ასამბლეაზეც უნდა დააყენოს. ამათ კუდი უნდა ეწვოდეთ. აღარავის არ უნდა მოუნდეს საქართველოს შიდა საქმეებში ასე უხეშად ჩარევა. ყველა საერთაშორისო ფორუმი უნდა გამოვიყენოთ, თუ სასამართლოა საჭირო, სასამართლოც“, - განაცხადა გოგავამ.