რეზონანსი
15.12.2025

მომღერალი სოფო ნიჟარაძე დიდი ხანია ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს. საზოგადოებას მისი გულახდილი ინტერვიუ რამდენიმე წელია არ უნახავს. სოფო ტვ პირველზე, გადაცემა „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა და წამყვანის კითხვებს ღიად უპასუხა.

„ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო. იმ დღეს იმ ადგილას საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი და ეს უბრალოდ, შემთხვევით მოხდა.

ამ შეხვედრამ განაპირობა მერე ყველაფერი და ეს ყველაფერი კავშირშია ალისასთან. მიშა წერილებს ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს. ხშირად ვნახულობ ხოლმე. რაც შემიძლია ვამხნევებ. მიშა შვილს ძალიან ანებივრებს… ელის-მარია მეუბნება: მიშა რომ მოვა სახლში, მისი წესებით ვიცხოვრებთო“, – თქვა ნიჟარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×