რეზონანსი
14.12.2025

რომის პაპმა ლევ XIV-მ დაადასტურა, რომ უკრაინაში ვიზიტისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი დაბრკოლება უსაფრთხოების საკითხებია. ეს განცხადება მან გააკეთა კასტელ-განდოლფოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ.

იტალიური სააგენტო ANSA წერს, რომ ვატიკანში უკვე მომზადებულია ორგანიზაციული გეგმა, რომელიც პაპს ომით დაზარალებულ ქვეყანაში ჩასვლის საშუალებას მისცემს.

„ვიმედოვნებ, რომ ვიზიტი შედგება, მაგრამ არ ვიცი როდის - ასეთ საკითხებში რეალისტები უნდა ვიყოთ“, - თქვა პაპმა ჟურნალისტებთან და კვლავ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს „სამართლიანი და მყარი მშვიდობის“ მისაღწევად. მან იტალიელ დიპლომატებსაც მოუწოდა, იყვნენ დიალოგზე ორიენტირებულები და მშვიდობის ხელშეწყობას ემსახურონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×