რეზონანსი
14.12.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი - გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა.

მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, კახეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია - მათ შორის, დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.

კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×