რეზონანსი
14.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 პირი: 2001 წელს დაბადებული ჰ.კ., წარსულში ნასამართლევები: 1964 წელს დაბადებული ნ. ხ, 1977 წელს დაბადებული დ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1977 წელს დაბადებული რ.ს. და 2003 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალ მარიხუანა“. ერთ-ერთი დაკავებულის დ.მ. -ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×