რეზონანსი
14.12.2025

სენაკში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის გიორგი სახოკიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას გიორგი მართავდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შეჯახების შედეგად გიორგი სახოკია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი.

„წარმოუდგენლად მძიმე ტრაგედია დატრიალდა. შეჯახების საშინელი ხმა გავიგე და ამის შემდეგ გავიქეცი იმ ადგილისკენ. ტრაგედია უკვე მომხდარი იყო, ძველი სენაკის გზაზე მოხდა ეს უბედურება. რომ მივედი იქ საშინელი სურათი დამხვდა, ბიჭი მანქანიდან გადმოჰყავდათ, სამწუხაროდ ადგილზე იყო გარდაცვლილი, მეორე მგზავრი გადაიყვანეს კლინიკაში. საჭესთან გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. ბეტონს შეასკდა მანქანა. პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობდნენ. საშინელი ტრაგედია ტრიალებს… როგორც გავიგე შხეფიდან ყოფილა და ეტყობა სახლში მიდიოდა “, – უთხრა "კვირის პალიტრას" ტრაგედიის ადგილთან ახლოს მცხოვრებმა ადამიანმა.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა, რომ გიორგი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო:

"სამი დღის ჩამოსული იყო გერმანიიდან. შხეფში ცხოვრობდა. ძალიან კარგი ოჯახი აქვთ. მშრომელი, პატიოსანი ბიჭი იყო გიორგი. სულ შრომობდა. გერმანიაში მუშაობდა და ახლა ჩამოვიდა. ოჯახმა შვილთან მოსიყვარულებაც კი ვერ მოასწრო, ასე უცებ დატრიალდა ეს უბედურება. მანქანაში მასთან ერთად მეზობელი იჯდა, ის დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით არ ვიცი როგორ არის ის, იმედი მაქვს გამოჯანმრთელდება. სამძიმარს ვუცხადებ გიორგის ოჯახს. ძალიან კარგი ადამიანი დაიღუპა და განვიცდი".

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×