რეზონანსი
13.12.2025

2026 წლიდან საქართველოს ბაზარზე სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის. კერძოდ, მომდევნო წლის მარტიდან ივნისის პერიოდამდე ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას Etihad Airways, Condor Airlines და Norwegian. გთავაზობთ, იმ ავიაკომპანიების მიმართულებებსა და ფრენის სიხშირეებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებას 2026 წლიდან აპირებენ:

საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1-ელი მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება;

ავიაბაზარზე ბრუნდება გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს;

თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეგულარულ რეისებს სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×