რეზონანსი
13.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კარიბის ზღვის შემდეგ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ხმელეთზე დაწყება კიდევ ერთხელ დააანონსა.

თეთრ სახლში გაკეთებული განცხადებისას შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიზნეში მხოლოდ ვენესუელა არ მოექცევა, ოპერაცია გავრცელდება ყველას წინააღმდეგ, ვინც შტატებში ნარკოტიკების შეტანას შეეცდება.

„ზღვიდან შემომავალი ნარკოტიკების 96% გავანადგურეთ. ყველა ნავი, რომელსაც ხედავთ, რომ ფეთქდება, 25 ათასი ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ახლა ხმელეთზეც ვიწყებთ. ეს ბევრად მარტივია. საქმე მხოლოდ ვენესუელაში დარტყმებს არ ეხება. ეს შეიძლება მხოლოდ ვენესუელაში არ იყოს, არამედ, შესაძლოა, დარტყმები იმ საშინელ ადამიანებზე განხორციელდეს, რომლებსაც ნარკოტიკები აშშ-ში შემოაქვთ და ჩვენს ხალხს კლავენ. კოლუმბიაში კოკაინის სულ მცირე სამი საწარმოა. ეს კიდევ სხვა ქვეყანაა. დარტყმები იმ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდება, რომლებსაც ნარკოტიკები ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოაქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×