რეზონანსი
13.12.2025

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტო ფიცომ უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გეგმების მხარდაჭერაზე. რობერტო ფიცოს განმარტებით, სატელეფონო საუბარი გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან.

„დასავლეთ ევროპისთვის რუსის ან უკრაინელის სიცოცხლე თუ არაფრად ითვლება, მე არ მინდა, ვიყო ასეთი დასავლეთ ევროპის ნაწილი. არაფერს არ დავუჭერ მხარს, თუნდაც ახალ წლამდე ბრიუსელში ვისხდეთ, რაც უკრაინის სამხედრო ხარჯების მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს ფიცო სოციალურ ქსელში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მზადაა სხვა სახის დახმარებისთვის.

„როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მზად ვარ, მხარი დავუჭირო უკრაინას აღდგენაში სლოვაკეთისა და უკრაინის მთავრობებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე“, - აცხადებს რობერტ ფიცო.

ამასთან, მისი თქმით, მსგავსი შინაარსის წერილი გაუგზავნა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×