რეზონანსი
13.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის წინადადება უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონბასის აღმოსავლეთ ნაწილში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ იმუშავებს. ამავე დროს, მან საკითხზე დეტალებში ჩაღრმავებისგან თავი შეიკავა.

ჟურნალისტებთან საუბრისას შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ვაშინგტონი ცდილობს იმის დადგენას, შესაძლებელი არის თუ არა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება.

„რა მოხდება? ვიმუშავებთ იმაზე, რომ ვნახოთ, შეგვიძლია, თუ არა შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ. მალე გავიგებთ. რაც შეეხება თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას, ეს ძალიან კომპლექსური სიტუაციაა, მაგრამ ამან შეიძლება იმუშაოს. ბევრ ადამიანს სურს ნახოს მისი მუშაობა. მე მხოლოდ თვეში 25 ათასი ადამიანის სიკვდილის დასრულება მსურს“, - თქვა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×