რეზონანსი
13.12.2025

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ორი დღის წინ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რის მე­გო­ბა­რი Ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა, სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ქუ­ჩა­ში 10 დე­კემ­ბერს თე­ლავ­ში და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სუ­ლი­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბის ნა­წილ­მა, მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს, ნა­წილ­მა კი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გო დი­ზა­ი­ნე­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, პი­რად სა­უბ­რებ­ში რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ბოლო დროს დი­ზა­ი­ნერს ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

სუ­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს წინ უძღო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი პოს­ტი, რომ­ლებ­შიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი დი­ზა­ი­ნერს თან­ხის მით­ვი­სე­ბა­სა და თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

დი­ზა­ი­ნე­რის და­კა­ვე­ბას და მის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა მისი მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი ლა­ბა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი არ არის ნარ­კო­ტი­კის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და მას და­კა­ვე­ბი­სას ერთი გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, რო­მელ­საც პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის ყი­დუ­ლობ­და.

„არ მინ­დო­და ამ ვი­დე­ოს ჩა­წე­რა, და­თუ­ნა ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია, ჩათ­ვა­ლეთ ჩემი ოჯა­ხის წევ­რია, ორი დღე თავს ვი­კა­ვებ, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან. ბევ­რი ვი­თომ "ინფლუ­ენ­სე­რის" მი­მარ­თვა და "სთო­რი" შემ­ხვდა. რო­მელ­საც მინ­და ვუ­პა­სუ­ხო. და­თუ­ნა არის უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი. რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გავ­რცელ­და, რომ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი უპო­ვეს, ეს მცდა­რია, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თი ხელ­ში მი­ჭი­რავს და შე­მიძ­ლია გა­ვა­სა­ჯა­როო. მას ჰქონ­და ერთი გრა­მი სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის, შე­ძე­ნის დროს და­ა­კა­ვეს, არა სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ. და­თუ­ნა გახ­ლდათ მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმ კონ­კრე­ტუ­ლი ნარ­კო­ტი­კის რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის იყი­და.

რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა სა­ხემ, მათ შო­რის ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა დადო სთო­რი, რომ თურ­მე და­თუ­ნამ ბევ­რი გა­და­აგ­დო და კაბა არ შე­უ­კე­რა. და­თუ­ნა არის დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც აც­მევ­და ცნო­ბილ სა­ხე­ებს, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბილ სა­ხე­ებს, ქეთი მე­ლუ­ას ტე­ი­ლორ სვიფტს, კიმ კარ­და­ში­ანს. თუ ვინ­მეს პრობ­ლე­მა გქონ­დათ და­თუ­ნას­თან, არ უნდა და­ლო­დე­ბო­დით დღე­ვან­დელ ფაქტს და წაქ­ცე­ულს არ უნდა ურტყამ­დეთ. დღეს ამ კო­მენ­ტა­რებს არ უნდა აკე­თებ­დეთ. მას მისი გა­ჭირ­დე­ბა ეყო­ფა. მეს­მის, იყო მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ეს არა­ვის­თვის იყო მო­სა­წო­ნი, მაგ­რამ როცა ადა­მი­ა­ნი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია წაქ­ცე­ულ­ზე არ უნდა ურტყამ­დეთ. და­თუ­ნას და­ნა­შა­უ­ლი სწო­რედ ის არის, რომ ამ გოიმ ქარ­თველ გა­მო­უს­ვლელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­მევ­და კა­ბებს. ვი­მე­ო­რებ, და­თუ­ნას პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კი და არ არის არც რე­ა­ლი­ზა­ტო­რი არც გამ­ყიდ­ვე­ლი და ამით შო­უ­ლობ­და ფულს“, - ამ­ბობს დი­ზა­ი­ნე­რის მე­გო­ბა­რი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას. და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით. მას უკვე შე­ე­ფარ­და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა.

წყარო: Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×