რეზონანსი
13.12.2025

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის როლს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსეთის აგრესიული მისწრაფებების ფონზე. იშინგერი დარწმუნებულია, რომ სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის აგრესიას იგერიებენ, ევროპას შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

მან Deutsche Welle-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვიდრე ჩვენი უკრაინელი მეგობრები გაბედულად აწარმოებენ ამ ომს, ევროპა უსაფრთხოდ არის“.

„ევროპა უსაფრთხოდ არის, რადგან უკრაინელები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით აკავებენ ძლევამოსილ რუსულ არმიას და იცავენ თავიანთ ქვეყანას. როდესაც ეს ომი დასრულდება და იარაღი დადუმდება დონბასში და უკრაინის სხვა რეგიონებში, რუსეთი კვლავ მიიღებს სამშვიდობო დროს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც გადაჭიმულია ათ ან თერთმეტ სასაათო სარტყელზე, და მას საკმარისი დრო ექნება გადაჯგუფებისთვის“, - აღნიშნა იშინგერმა.

იშინგერი დაეთანხმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს აზრს იმის შესახებ, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იქნება.

მანვე ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ევროპის დაცვა შეგვეძლოს, ამით არ დასრულდება. პირიქით, ეს მხოლოდ ახლა იწყება. აქამდე ტვირთი უკრაინელებზე იყო. ომის დასრულების შემდეგ, მოგვიწევს, რომ ამ ტვირთის გაცილებით დიდი ნაწილი ჩვენ ვიტვირთოთ“.

ამასთან, იშინგერმა უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობის შესახებ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა. მას არ მიაჩნია, რომ აშშ საფრთხეს უქმნის ევროპას აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიღების გათვალისწინებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×