რეზონანსი
13.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 13-14 დეკემბერს ბერლინში ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, უიტკოფის პოტენციური შეხვედრა ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკისთან გადამწყვეტია, რადგან თეთრი სახლი ცდილობს წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევას. ანონიმური წყაროს ცნობით, შეხვედრას, სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაესწრებიან.

მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი შეხვედრაზე ოფიციალურ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკმარისი პროგრესი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×