
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ ამბის გავრცელებას არაერთი ცნობილი სახის კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს დიზაინერის მეგობარი, გიორგი გიორგი ლაბაძე:
"არ მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერა, დათუნა არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ჩემი ნათესავი, ჩათვალეთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი. ორი დღის მანძილზე თავს ვიკავებდი, რომ კომენტარი გამეკეთებინა. მირეკავდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, აინტერესებდათ სინამდვილეში რა მოხდა. ბევრი ცნობილი სახისა და ინფლუენსერის კომენტარი შემხვდა და მინდა, პასუხი გავცე, რეალურად რა მოხდა. ტელევიზიებშიც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
პირველ რიგში, დათუნას პიროვნების შესახებ ვიტყვი, ვინც არ იცნობთ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს, ის არის უკეთილშობილესი, უკარგესი ადამიანი.
მეორე საკითხია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის დიდი რაოდენობით ნარკოტიკით დააკავეს - ეს არის მცდარი ინფორმაცია. დათუნას ჰქონდა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, შეძენის დროს დააკავეს, არ ჰქონდა სარეალიზაციოდ, არც ვინმე სხვისთვის.
დათუნა არის ერთი კონკრეტული ნივთიერების მომხმარებელი და ის ინფორმაცია, რასაც ტელევიზიები ავრცელებენ, არის მცდარი. ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ ხოლმე", - ამბობს გიორგი ლაბაძე ვიდეოში.
დათუნა სულიკაშვილმა პირველად საჯაროდ ნარკოდამოკიდებულების შესახებ 2021 წელს გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა. მან აღიარა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ეს შეცდომა არასდროს დაეშვათ. გადაცემაში მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა პირველად გაუჩნდა ინტერესი აკრძალული ნივთიერებებისადმი და ეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით ახსნა.
marao.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე