
ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა, - წერს ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ არარუსულ ენაზე საუბარი და იმის დაფიქსირება, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, ბევრ რამეზე მიუთითებს.
სულთანიშვილის თქმით, საქართველო აპირებს პრაგმატული ეროვნული პოლიტიკის გატარებას და საკუთარი ინტერესების დაცვას.
„ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან.
ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა.
თან ამერიკამ უსაფრთხოების გეგმაში თქვა, მკიდიხართ მაქეთო.. კაროჩე ვინც მართლა აღშფოთდით, ოღონდ აი ნერვულ დონეზე ვინც განიცადეთ, დაოკდით, უფრო და უფრო მეტი მოგვიწევს, გაუფრთხილდით ნერვებს.
არარუსულ ენაზე საუბარი და იმის დაფიქსირება, რომ ოკუპირებულია საქართველო, ძალიან ბევრ რამეს მიუთითებს. საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს. აპირებს საუბარს და პოლიტიკურ ჭიდილს ყველასთან რათა თავისი საუკეთესო ინტერესები გამოიყვანოს.. მაგრამ ვისაც დოსტოევსკის კითხვა უკვე პრორუსობა გონია, მათ მოწამლულ თავში რა შევა“, - წერს გური სულთანიშვილი.