რეზონანსი
12.12.2025

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა გადაწყვეტილების შინაარსზე, მათ შორის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს აქვს სპეციალური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება, მაშინ როცა აქცია ძალადობრივ სახეს იღებს.

რაც შეეხება მითითებებს, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ეს საკითხები იქნება შესწავლილი და გაიმართება მსჯელობა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი როდესაც აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე შტურმს, პოლიციას აქვს უფლება, და არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით იმოქმედოს, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში ეს განმარტება პირდაპირ მითითებულია.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული სპეცსაშუალებების გამოყენების, ასევე მათი არასწორი გამოყენების საკითხებს, ამაზე მსჯელობა არის გადაწყვეტილებაში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ყურადღებით ვეცნობით ამ გადაწყვეტილებას, კონკრეტული მითითებებია გაცემული. ასევე, ალბათ მინისტრთა კომიტეტიც გარკვეულ რეკომენდაციებს გასცეს.

ეს საკითხები იქნება შესწავლილი და მოგვიანებით ამაზე იქნება მსჯელობა. რაც შეეხება იმას, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×