რეზონანსი
12.12.2025

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი, ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების გამო, უწყებაში დაიბარა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განაცხადა.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება „რუსეთის ჰიბრიდული აქტივობების მნიშვნელოვან ზრდას აკვირდება“ და რომ რუსული კამპანია გერმანიის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს საქმიანობა რუსულ ქსელ Storm 1516-ს მიაწერა, რომელიც სპეციალიზირებულია უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასა და ჩარევაში და განაცხადა, რომ სწორედ ეს ჯგუფი იდგა თებერვლის ფედერალური არჩევნების ჩაშლის მცდელობის უკან.

ამასთან, გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ აგვისტოში გერმანიის საჰაერო უსაფრთხოების სისტემებზე განხორციელებული კიბერშეტევა რუს ჰაკერულ ჯგუფ APT28-თან არის დაკავშირებული.

გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ „შემდგომ დიპლომატიურ ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ“.

„ნათლად განვაცხადეთ, რომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ქმედებებს და მათ წინააღმდეგ ზომებს მივიღებთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×