რეზონანსი
12.12.2025

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, გამბედაობა სჭირდება ინგლისურ ენაზე ოკუპაციაზე საუბარს რუსეთის და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში და ამ სიტყვების შემდეგ, „ოცნებას” და სამთავრობო გუნდს “ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას რომ უწოდებენ”, სირცხვილია.

„არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვის გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას! ვციტირებ: “… ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს…” (საუბრობს ინგლისურ ენაზე) - ინგლისურ ენაზე ისაუბრო ოკუპაციაზე რუსეთის და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში, ამას გამბედაობა უნდა მეგობრებო და მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამ სიტყვების შემდეგ “ოცნებას” და სამთავრობო გუნდს ვიღაც ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას უწოდებენ! - ღირსებით !” - წერს სადღობელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×