რეზონანსი
12.12.2025

„ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „საქართველო კვლავაც სრულად ერთგულია პარტნიორებთან თანამშრომლობის იდეისადმი,რათა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის იდეალები კონკრეტულ და ხანგრძლივ პროგრესად გარდაიქმნას“.

„დადებითი ეკონომიკური იმპულსის გათვალისწინებით, საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის შექმნილია არა მხოლოდ ვაჭრობის ხელშეწყობის, არამედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების - ერებს შორის ნდობის ყველაზე მდგრადი საფუძვლის - გასაძლიერებლად. მართლაც, შუა დერეფანი მეტია, ვიდრე სატრანსპორტო მარშრუტი! ეს არის ნდობის დერეფანი, რომელიც ადამიანებს, ბიზნესებსა და კულტურებს აკავშირებს მთელი კონტინენტის მასშტაბით. ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში. წამოვიწყეთ და ხელი შევუწყვეთ დისკუსიებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის კომუნიკაციის არხების შექმნას, რითაც ვადასტურებთ ერთგულებას მეტად სტაბილური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული რეგიონული გარემოს ხელშეწყობისადმი.

საქართველო კვლავაც სრულად ერთგულია პარტნიორებთან თანამშრომლობის იდეისადმი,რათა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის იდეალები კონკრეტულ და ხანგრძლივ პროგრესად გარდაიქმნას. გვჯერა, რომ მდგრადი მომავალი მოითხოვს როგორც დიალოგს, ისევე ქმედებას და რომ ჩვენი საერთო მიზნები ერთობლივ ძალისხმევას ეფუძნება. ერთად ჩვენ შეგვიძლია მეტად უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი მომავლის შექმნა მომავალი თაობებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×